კინოკრიტიკოსი „ოსკარზე“: ყველა ჯილდოს „გადარჩენილი“ მიიღებს

გამოწერა
ჰოლივუდი სამყაროს თავის ჰუმანიტარულ ფასეულობებსა და სამართლიანობაზე წარმოდგენებს უნერგავს, ამერიკული ფილმების მთავარი იდეა ისაა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი და არა - სახელმწიფო“, განუცხადა Sputnik-ს კინოკრიტიკოსმა დანიილ დონდურეიმ.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ყველაზე ავტორიტეტული კინოპრემია „ოსკარის“ გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა სპაიკ ლიმ და მსახიობმა ჯადა პიკეტ-სმიტმა ცერემონიისთვის ბოიკოტის გამოცხადება გადაწყვიტეს. ამის მიზეზი ისაა, რომ ზედიზედ მეორე წელია, ნომინანტებს შორის შავკანიანი მსახიობები არ არიან. კინოკრიტიკოს დანიილ დონდურეის არ მიაჩნია, რომ წელს „ოსკარს“ ეთნიკური მრავალფეროვნება არ ჰყოფნის და არსებულ ვითარებას არა დისკრიმინაციას, არამედ კინოფირების შერჩევისას კრიტიკოსების პრიორიტეტების შეცვლას უკავშირებს. 

ლეონარდო დი კაპრიო - Sputnik საქართველო
ლეონარდო დი კაპრიოს სურვილია, პუტინის როლი შეასრულოს

„შარშანწინ იყო გასაოცარი ფილმი „მონობის თორმეტი წელი“, მაშინვე მიიღეს პრემიები, არანაირი პრობლემა არ ყოფილა. უბრალოდ, უხეშად ვიტყვი, ამა თუ იმ პრობლემის პიარისთვის შესაძლებლობას ყველა იყენებს. მათ თემის (რასობრივი დისკრიმინაცია) წამოწევა უნდათ. კინოაკადემიის პრეზიდენტი უკვე საუბრობს, რომ შავკანიანებისთვს კვოტები უნდა გაიზარდოს“, — განაცხადა დონდურეიმ „Sputnik აზერბაიჯანთან“ საუბრისას.

დონდურეიმ განაცხადა, რომ არც თუ დიდი ხნის წინ ამერიკის კინოაკადემიამ კურსი შეიცვალა — მკვეთრად გადაიხარა კინოს ჰუმანიტარული მხარის შეფასებისკენ. ექსპერტის აზრით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში საუკეთესო კინოფირის შერჩევისას ძირითადი კრიტერიუმები ესთეტიკური ხარისხი და ფილმის შემოსავლები იყო. ამჟამად ვითარება სრულებით სხვაა, კინოკრიტიკოსები ძირითად ყურადღებას ეთიკურ გზავნილებზე ამახვილებენ.

„ამჟამად პირველ ადგილზე სოციალური, რელიგიური, ეთნიკური და გენდერული სამართლიანობა, ტოლერანტობაა. ჰომოსექსუალიზმი, ნებისმიერი უმცირესობა მათთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, — აღიშნა მან.

ლეონარდო დი კაპრიო - Sputnik საქართველო
„ოსკარის“ ნომინაცია: ლიდერობს „გადარჩენილი“ და „შეშლილი მაქსი“

კინოკრიტიკოსმა ამერიკულ კინოს მსოფლიოს უმსხვილესი აზრობრივი პროდუქტი უწოდა, რამდენადაც მსოფლიოს კინოშემოსავლების ორი მესამედი ჰოლივუდზე მოდის. ამგვარად, ამერიკელებს სურთ და ცვლიან კიდეც ადამიანების წარმოდგენას ცხოვრებასა და ადამიანზე. ჰოლივუდი ადამიანებს უნერგავს, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი და არა — სახელმწიფო“, და სამართლიანობაზე საკუთარ წარმოდგენას კარნახობს.

გასულ კვირაში „ოსკარის“ პრემიის ნომინანტები წარადგინეს. ნომინაციების რაოდენობით ლიდერობს „გადარჩენილი“ (წარდგენილია პრემიაზე 12 კატეგორიაში), და „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“ (წარდგენილია 10 კატეგორიაში).

„როგორც ჩანს, ფილმი „გადარჩენილი“ ყველა „ოსკარს“ მიიღებს“, — განაცხადა კინოკრიტიკოსმა. „“მხოლოდ იმიტომ არა, რომ იქ დი კაპრიო და მართლად დიდებული ოპეატორია, არამედ იმიტომ, რომ ის ამბობს: „რაც არ უნდა შეგემთხვეს, რა საშინელებებშიც არ უნდა მოხვდე, შენ, ადამიანს, გადარჩენის უფლება, შესაძლებლობა და რესურსი გაქვს. ყველაზე ფასეული — ეს შენ და შენი სიცოცხლეა. შენ ყველაფერი შეგიძლია“. 

გამარჯვებულებისთვის ჯილდოს გადაცემის ცერემონია 28 თებერვალს გაიმართება. 23 ნომინაციაში საუკეთესო ხუთეული ხუთშაბათს, 14 იანვარს, დილით ადრე გამოცხადდა. მთავარ ნომინაციაში წლის საუკეთესოფილმისთვის რვა სურათი იბრძოლებს: „გადარჩენილი“, „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“, „ყურადღების ცენტრში“, „ბრუკლინი“, „ოთახი“, „ჯაშუშების ხიდი“, „თამაში დაქვეითებაზე“ და „მარსელი“. ნომინაციების რაოდენობით „გადარჩენილი“ და „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“ ლიდერობს. 

ამ ფილმებს ლეონარდო დი კაპრიოსა და რეჟისორ ჯორჯ მილერისთვის დიდიხნის ნანატრი ჯილდოს მოტანა შეუძლია.


ყველა ახალი ამბავი
0