თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ისეთი ფაქტები, როგორიც ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაა, ქვეყნის იმიჯს სერიოზულ დარტყმას აყენებს, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.
ინციდენტი პარასკევს, 26 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე მოხდა, სადაც ყოფილი დიპლომატი ლევან მიქელაძეა დაკრძალული. პეტრიაშვილს ამ დროს სამი ადამიანი ახლდა. იგი უცნობმა პირებმა ცეცხსასროლი იაღაღით დაჭრეს. ამ დროისათვის მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის.
„სამწუხაროა, როდესაც ქვეყანასი მსგავსი ფაქტები მხდება. იმედი მაქვს, რომ საგამოძიებო ორგანოები მაქსიმუმს გააკეთებენ და დამნაშავეებს ცხელ კვალზე დააპატიმრებენ“, — განაცხადა ნანუასვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
თუ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლის თანახმად საქმის გადაკვალიფიცირება იქნება აუცილებელი, ასეც უნდა მოხდეს, დასძინა სახალხო დამცველმა.
„თუ აუხლოეს პერიოდში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული — ეს ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი სიგნალი იქნება. ასეთი ფაქტები ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიას ძლიერ დარტყმას აყენებენ“, — განაცხადა ნანუაშვილმა.
ამჟამად ალექსი პეტრიაშვილი ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანია. ის 2012-2014 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში