"გრეის 50 ელფერი" "ოქროს ჟოლოს" გამარჯვებულია

"გრეის 50 ელფერი"
გრეის 50 ელფერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროტიკული მელოდრამა „გრეის 50 ელფერი“ „ანტიოსკარის“ გამარჯვებული გახდა ნომინაციაში წლის ყველაზე ცუდი ფილმი, სცენარი, ხოლო ჯეიმი დორნანი და დაკოტა ჯონსონი „ცუდი მსახიობის“ ნომინაციის გამარჯვებულები გახდნენ.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. „ფანტასტიკური ოთხეული“ და ეროტიკული მელოდრამა „გრეის 50 ელფერი“ წლევანდელი „ოქროს ჟოლოს“ ყველაზე ცუდ ფილმებად, ხოლო „ოსკარზე“ წარდგენილი ედი რედმეინი კი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელ ყველაზე ცუდ მსახიობად დასახელდა, იუწყებიან ორგანიზატორები.

ანტიპრემია „ოქროს ჟოლო“ ამერიკული კინოაკადემია „ოსკარის“ დაჯილდოებამდე ერთი დღით ადრე ტარდება. გამარჯვებულებს ოქროსფერი საღებავით შეღბილ ჟოლოს ფორმის ქანდაკებებს გადასცემენ. 

ოსკარი - Sputnik საქართველო
კინოკრიტიკოსი „ოსკარზე“: ყველა ჯილდოს „გადარჩენილი“ მიიღებს

ყველაზე ცუდი ფილმის ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო ფილმები „ იუპიტერის აღორძინება“, კომედიური ბოევიკი „მსუქანა ყველას წინააღმდეგ“ და „პიქსელები“.

„გრეის 50 ელფერი“ ასევე ექვს ნომინაციაში დაჯილდოვდა- ყველაზე ცუდი ფილმი, ქალისა და მამაკაცის მთავარი როლების ყველაზე ცუდი შემსრულებლები — ჯეიმი დორმანი და დაკოტა ჯონსონი, ყველაზე ცუდი რეჟისორი, სცენარისტი და სამსახიობო ანსამბლი. 

„ოსკარი 2016“-ზე წარდგენილ  ედი რედმეინს „იუპიტერის აღორძინებაში“ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის „ოქროს ჟოლო“ გადაეცა. ანალოგიურ ნომინაციაში ქალთა შორის მისი მეწყვილე გახდა კეილინ კუოკო

ცუდი რეჟისურისათვის „ოქროს ჟოლო“ „ფანტასტიკური ოთხეულის“ რეჟისორ ჯოშ ტრანკს გადაეცა.


ყველა ახალი ამბავი
0