თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ავღანეთის დედაქალაქში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა, დაშავებულია 13 ადამიანი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ააგენტო „პაჟვაკზე“ დაყრდნობით
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო 12 — დაშავდა.
აფეთქება პოლიციის განყოფილების მოპირდაპირე მხარეს მოხდა. თავდამსხმელთა მიზანი თავდაცვის სამინისტროს პერსონალი იყო. სააგენტო Khaama-ს ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
პასუხისმგებლობა აფეთქებაზე ჯერ რეგიონში მოქმედ არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.
მანამდე, შაბათს აფეთქება აღმოსავლეთ ავღანეთის ქუნარის პროვინციაში, ქალაქ ასადაბადში მოხდა, სადაც დაიღუპა 11 ადამიანი, ხოლო 40 — დაიჭრა.