ავღანეთის აღმოსავლეთით აფეთქებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა

© Flickr / DVIDSHUBავღანელი მებრძოლი
ავღანელი მებრძოლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერაქტი ქუნარის პროვინციის ქალაქ ასადაბადში მოხდა. მედიის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ავღანეთის აღმოსავლეთით, ქუნარის პროვინციის ქალაქ ასადაბადში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას სულ ცოტა ათი ადამიანი შეეწირა, იუწყება შაბათს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „პაჟვაკზე“ დაყრდნობით.

ჯალალაბადი - Sputnik საქართველო
ავღანეთში თვითმკვლელი-ტერორისტის მიერ მომხდარ აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ვითარება ავღანეთში ბოლო თვეების განმავლობაში შესამჩნევად გაუარესდა. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“, რომელიც აქამდე ძირითადად ქვეყნის სოფლის ტერიტორიებზე მოქმედებდა, შეტევები მსხვილ ქალაქებზე დაიწყო. ავღანეთში ასევე გაიზარდა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა.

„თალიბანი“ და „ისლამური სახელმწიფო“ კონკურენტ დაჯგუფებებად ითვლებიან.  „თალიბანი“ და ქვეყანაში შედარებით გვიან გამოჩენილი „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები სამ პროვინციაში გავლენის მოსაპოვებლად აშკარად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ყველა ახალი ამბავი
0