თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ავღანეთის ქალაქ ჯელალაბადში თვითმკვლელი-ტერორისტის მიერ მომხდარი აფეთქების შედეგად დაახლოებით 11 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 13 კი დაშავდა.
„აფეთქება ადმინისტრაციის წევრის აბდულა შიტვარის სახლში მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი გარდაიცვალა, 13-მა კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო“, — იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით.
ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ ოთახში ამოქმედდა, სადაც საოჯახო დღესასწაულზე მიწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ.
მანამდე, ჯალალაბადში მდებარე პაკისტანის საკონსულოს ახლოს თვითმკვლელმა-ტერორისტმა ტერაქტი განახორციელა, მაშინ მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.