ჯალალაბადში უცხოური საკონსულოების მახლობლად აფეთქება მოხდა

© photo: Sputnik / Александр Гращенков / გადასვლა მედიაბანკშიაფეთქების შემდეგ, ავღანეთში
აფეთქების შემდეგ, ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო თვეების მანძილზე სიტუაცია შესამჩნევად გაუარესდა. რადიკალურმა დაჯგუფებამ „თალიბანმა“, რომელსაც მოცული ჰქონდა მნიშვნელოვანი ტერიტორიები ქვეყნის სოფლებში, შეტევების განხორციელება მსხვილ ქალაქებზე დაიწყო.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. აფეთქება მოხდა ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში უცხოური საკონსულოების გვერდით, ამის შესახებ  სააგენტო РИА Новости სააგენტო რეიტერზე დაყრდნობით იტყობინება. 

სააგენტოს მონაცემებით, ინციდენტი ინდოეთის, პაკისტანისა და ირანის  უცხოური წარმომადგენლობების მახლობლად მოხდა. მონაცემები დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ ჯერ არ არის ცნობილი.

ერ-რიადი, თურქეთი - Sputnik საქართველო
სტამბოლის ცენტრალურ მოედანზე აფეთქება მოხდა

ბოლო თვეების მანძილზე სიტუაცია შესამჩნევად გაუარესდა. რადიკალურმა დაჯგუფებამ „თალიბანმა“, რომელსაც მოცული ჰქონდა მნიშვნელოვანი ტერიტორიები ქვეყნის სოფლებში, შეტევების განხორციელება მსხვილ ქალაქებზე დაიწყო. ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე გაიზარდა დაჯგუფება  „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენაც. ითვლება, რომ ეს ორი დაჯგუფება ერთმანეთს კონკურენციას უწევს. ივნისის შუა რიცხვებში, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებმა „ისლამუს სახელმწიფოს“ წერილით მიმართეს, რომელშიც მოუწოდებდნენ მათ არ ჩარეულიყვნენ ავღანეთში თალიბთა საქმეებში. ავღანეთის ტერიტორიაზე ამ დაჯგუფებებს შორის ადრე არა ერთხელ მომხდარა შეტაკებები. 


ყველა ახალი ამბავი
0