თბილისში ბავშვთა საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდება

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულებს სამ ნომინაციაში - კლასიკურ, თანამედროვე და ეროვნულ ცეკვაში გამოავლენს.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. თბილისში გამოჩენილი ქართველი ბალეტმაისტერის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა III საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდება. 

ფესტივალი 27 თებერვლიდან 6 აპრილის ჩათვლით გაიმართება,  ღონისძიება საზეიმოდ 27 თებერვალს ვახტანგ ჭაბუკიანის ბინა-მუზეუმში გაიხსნება, სადაც მოეწყობა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია, ასევე შესრულდება საცეკვაო და მუსიკალური ნომრები.

კინომსახიობთა თეატრი - Sputnik საქართველო
თუმანიშვილის თეატრი მოსკოვში ორ სპექტაკლს წარადგენს

პროფესიონალი და თვითშემოქმედებითი კოლექტივები, ასევე სოლო შემსრულებლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან სხვა ქვეყნებიდან ერთმანეთს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში შეეჯიბრებიან, იუწყება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

გამარჯვებულებს სამ ნომინაციაში — კლასიკური, თანამედროვე და ეროვნული ცეკვა — საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. ფესტივალის მონაწილეთათვის ასევე კლასიკურ ცეკვასა და ჰიპ-ჰოპში მასტერ-კლასები ჩატარდება.

ფესტივალის ძირითადი მიზანია საქართველოს კერძო და სახელმწიფო საცეკვაო სკოლებისა და სტუდიების დონის ამაღლება, პედაგოგ-ქორეოგრაფებს შორის შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარება, ასევე ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედების პოპულარიზება. 

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს პედაგოგ-ქორეოგრაფთა ასოციაცია კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0