თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ნახევარი წლის შემდეგ მოედანზე პირველად გამოვიდა, იუწყება რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ანანიძემ კვიპროსის „არისის“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წინასეზონური მომზადების ფარგლებში გაიმართა. ნახევარმცველმა მინდორზე სრული 90 წუთი დაჰყო და თავის გუნდს 9:0 ანგარიშით დასრულებაში დაეხმარა.
24 წლის ჰავბეკს თავის გამოჩენა თავადაც შეეძლო, მაგრამ ერთ შემთხვევაში „არისის“ მეკარეს მცველი დაეხმარა და ცარიელი კარიდან ბურთი გამოიტანა, მეორედ კი ანანიძის დარტყმული ბურთი შტანგას მოხვდა.
ბოლოს ანანიძე მინდორზე 4 სექტემბერს, ევრო-2016-ის ფარგლებში საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის შეხვედრაზე გამოვიდა. ამის შემდეგ ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. ნოემბერში მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ანანიძე „სპარტაკის“ შემადგენლობაში 2009 წლიდან გამოდის. ამ დროის განმავლობაში მან კლუბის შემადგენლობაში 93 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.