თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სამართალდამცველებმა აჭარაში, სოფელ ციხისძირში პარასკევს ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი დააავეს. სოფელში საუკუნოვანი ხეების გადანერგვის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვლის ამ ხეების დარგვა თავის ეზოში, მეზობელ სოფელ შეკვეთილში უნდა.
ეს სოფელში აქციის მონაწილე ოპოზიციონერების დაკავების პირველი შემთხვევა არაა. თებერვლის შუა რიცხვებში პროტესტის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. მაშინ შსს-მ განაცხადა, რომ ისინი ადმინისტრაციული კაანონდარღვევის გამო დააკავეს, რადგან სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ. ამჯერად პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორიაზე გაშლილი კარვები დაანგრიეს, რასაც პროტესტანტების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კადრებს მოვლენების ადგილიდან ქართული ტელეარხები ავრცელებენ.
„დღეს, როდესაც ქვეყანაში ნამდვილად მძიმე კრიმინოგენული ვითარებაა, პოლიცია სულ სხვა საქმით არის დაკავებული. სოფელ ციხისძირში პარტიის ორი აქტივისტი აბსოლუტურად უკანონოდ დააკავეს“, — განაცხადა ბრიფინგზე პარტიის წევრმა სერგო რატიანმა.
„მოვითხოვთ, წარმოგვიდგინონ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ კომპანია „ზინოს“ (კომპანია, რომელიც ხეების გადანერგვის სამუშაოებს აწარმოებს) მუშაობა კანონიერია. უკვე მეოთხე დღეა, აქ ვდგავართ, დაახლოებით 100 ადამიანი ვართ და დოკუმენტების ჩვენებას მოვითხოვთ“, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ენმ-ის წევრმა.
კომპანია „ზინოს“ ინჟინერმა ირაკლი შანავამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კომპანიას ყველა აუცილებელი დოკუმენტი აქვს, რომელიც ამ სამუშაობს ჩატარების ნებართვას აძლევს. მან ასევე დასძინა, რომ „ეს სამუშაოები პირველ კლასს მიეკუთვნება და სამშენებლო ნებართვას არ საჭიროებს“.
თებერვალში ივანიშვილი ხეების გადარგვის სამუშაოებზე დაკვირვებისთვის ციხისძირში ჩავიდა. მაშინ ყოფილ პრემიერსა და ენმ-ის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გაიმართა. ივანიშვილი განმარტავდა, რომ ხეები კანონიერად შეიძინა და მათ დარგვას მეზობელ პარკში აპირებს.