ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური ხეების გადარგვის პროცესი შეაჩერა

© RIA Novostiბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბუნების დამცველები 200-წლიანი უნიკალური ჯიშის ხეების გადანერგვას და ურეკში გადატანას ეწინააღმდეგებიან.

თბილისი, 13 თებერვალი  – Sputnik. საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ამ ეტაპზე არასათავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ უდგას სათავეში, ციხისძირში დაწყებული  ასწლოვანი ხეების — ჭაობის კვიპაროსისა და ხე ტიტის — გადარგვა საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენამდე დროებით შეაჩერა.

უნიკალური ჯიშის ხეების გადარგვასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი გასულ კვირას დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მათ ურეკში მშენებარე ფილარმონიის ეზოში გადარგავენ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს. ბუნების დამცველების განცხადებით, ასწლოვანი ხეების გადანერგვა უკანონოა. ამ დღეებში ციხისძირში გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავა. 

„მე ამას (დოკუმენტაცია — რედ.) ახლავე ვნახავ. მანამდე კი სამუშაოები შეჩერდება. სანამ დოკუმენტაცია წესრიგში არ იქნება, არანაირი სამუშაო აქ არ გაგრძელდება და აქვე ვპირდები მოსახლეობას, რომ ჩვენ ბუნებას აღვადგენთ უფრო უკეთესად, ვიდრე იყო. ამ ტერიტორიიდან გავიტანთ ნაგავს და მოვასუფთავებთ. ერთი ხის ადგილას მინიმუმ 10 ხეს დავრგავთ. ამით პარკი არანაირად არ დაზარალდება“, — განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

უძველესი ხეების გადანერგვას ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის მორიგ კაპრიზს უწოდეს. ხელისუფლება კი „ხეების სკანდალს“ — წყლის ჭიქაში ქარიშხალს უწოდებს.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0