თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ქართველ კოლეგასთან დავით დონდუასთან სატელეფონო საუბარში სამხრეთ კავკასიის თაობაზე ჟენევის დისკუსიების 22-23 მარტს დაგეგმილი შემდეგი რაუნდის მომზადების საკითხი განიხილა, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტი.
„საუბრისას განიხილებოდა საკითხები, დაკავშირებული ამა წლის 22-23 მარტისთვის დაგეგმილი ამიერკავკასიის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მორიგე რაუნდის მომზადებასთან“,- იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან, სამხრეთ ოსეთის ირგვლივ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე ტარდება. დღესდღეისობით ეს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს წარმომადგენელთათვის ერთადერთი სადიალოგო ფორმატია. ამის გარდა, მათში რუსეთის, აშშ-ს, ასევე გაერო-ს, ეუთო-ს და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

