სამეგრელოს რეგიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია იწყება

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიჩაის პლანტაციები
ჩაის პლანტაციები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მთავრობამ მიმდინარე წლის 15 იანვარს დაამტკიცა.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik./სოფო კაკაჩია/ სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივ კოოპერატივებს და ფერმერებს პროგრამა "ქართული ჩაი"გააცნეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტების მხარდაჭერისა და განვითარების უფროსმა მიხეილ კუჭავამ, პროგრამის "ქართული ჩაი" მენეჯერმა ლევან უროტაძემ და სამეგრელოს-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული კოორდინირების სამსახურის უფროსმა დათო კოდუამ.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მთავრობამ მიმდინარე წლის 15 იანვარს დაამტკიცა. პროგრამის მენეჯერმა ლევან უროტაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, როგორც იურიდიულ პირებს, ასევე კოოპერატივებს თანადაფინანსებას გაუწევენ ჩაის კულტურის აღდგენის პროცესში. უროტაძეს თქმით პროგრამის  მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა  შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.

ჩინეთი - Sputnik საქართველო
დასავლეთ საქართველოში ჩაის შესაფუთი საწარმო გაიხსნა
 

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, მიმდინარე წლის თებერვლიდან უკვე წარმატებით ახორციელებს პროგრამას „ქართული ჩაი“, რომელიც მიზანად ისახავს საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალურად აღორძინებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში  ჩვენ, როგორც იურიდიულ პირებს ასევე კოოპერატივებს თანადაფინანსებას გავუწევთ არსებული პლანტაციების რეაბილიტაციაში.რაც შეეხება უშუალოდ  სამეგრელოს რეგიონს უდიდესი პოტენციალი გააჩინია ამ კულტურის განვითარებისთვის.“ — განაცხადა უროტაძემ

პროგრამის ფარგლებში  ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან  იქნება:

კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირისთვის  (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) — რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 60%,

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 80%.

ხოლო, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (იჯარით გაცემული) პლანტაციების შემთხვევაში: 

იურიდიული პირისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა)- რეაბილიტაციის სამუსაოების ღირებულების 70%, სასოფლო-სამეურნეო კოპერატივების რეაბილიტაციისათვის სამუსაოების ღირებულების 90%.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მაშტაბურ პროექტებს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან გნვითარებაზე.


ყველა ახალი ამბავი
0