დასავლეთ საქართველოში ჩაის შესაფუთი საწარმო გაიხსნა

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიჩინეთი
ჩინეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გეოპლანტი“ საწარმოს ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში, ჯამურად 570 ტონა დაფასოებული ჩაის წარმოებას გეგმავს. კომპანია აწარმოებს 60-ზე მეტი დასახელების პროდუქტს.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ოზურგეთში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი ჩაის შესაფუთი საწარმო გაიხსნა. კომპანია „გეოპლანტის“ პროექტი სახელმწიფო პროგრამის — „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა, იუწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური. 

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა საწარმო და იმედი გამოთქვა, რომ ხარისხი, წარმოების დონე, მათ შორის დაფასოების სტანდარტიც, ჩაის წარმოების, ექსპორტის ზრდისა და დარგის განვითარების კარგი საფუძველი იქნება.

„ჩაის წარმოების აღდგენა ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩემი დავალებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ჩაის წარმოების განვითარების პროგრამაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება მთავრობის სხდომაზე. ეს გახდება საჯარო დოკუმენტი ყველასთვის. ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად ავაღორძინოთ ქართული ჩაის წარმოება, ხელი შევუწყოთ ამ დარგის წახალისებას საქართველოში. ეს გამოიწვევს პლანტაციების აღდგენას,“ — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩაის შესაფუთი საწარმო 1 300 კვ.მ. ფართობზეა განთავსებული. „გეოპლანტი“ საწარმოს ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში, ჯამურად 570 ტონა დაფასოებული ჩაის წარმოებას გეგმავს. კომპანია აწარმოებს 60-ზე მეტი დასახელების პროდუქტს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0