საქართველოს ევროინტეგრაციის ექსმინისტრი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი

გამოწერა
ოპერაცია წარმატებით დასრულდა და პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამჟამად პეტრიაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხვალ კი სხვა განყოფილებაში გადაიყვანენ, აცხადებენ საავადმყოფოში.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ევროინტეგრაციის ექსმინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, როლის ოპერაციაც ორსაათნახევარი გაგრძელდა, რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, იუწყება „ნოვოსტი გრუზია“ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე დაყრდნობით.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი ყოფილ მინისტრზე თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს

ინციდენტი პარასკევს, 26 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე მოხდა, სადაც ყოფილი დიპლომატი ლევან მიქელაძეა დაკრძალული. პეტრიაშვილი სამ ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. იგი სწორედ ამ დროს დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით უცნობმა პირებმა.

„მის (ალექსი პეტრიაშვილი — რედ.) სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოპერაცია წარმატებით დასრულდა და უკვე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, სადაც ხვალამდე დარჩება.  სავარაუდოდ, ხვალ სხვა განყოფილებაში გადავიყვანთ იმის მიხედვით თუ როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, — ციტირებს სააგენტო რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის სიტყვებს.

ამჟამად ალექსი პეტრიაშვილი ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანია. ის 2012-2014 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.



ყველა ახალი ამბავი
0