თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ექიმებს მედიკამენტებზე რეცეპტების გამოწერის უფლება მხოლოდ სატელეფონო საუბრის შემდეგ აქვთ, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
თბილისის ზოგიერთი აფთიაქი კლიენტებს სპეციალურ ბარათებს სთავაზობს, რომლის მფლობელსაც წამლის რეცეპტის მიღება ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ შეუძლია.
„სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა ეწინააღმდეგება დადგენილ ნორმებს და კანონებს, ეს არის არალეგალური მოქმედება, რაზეც შესაბამის რეაგირებას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო”, — განაცხადა სერგეენკომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ბოლო ორი წლის განმავლობაში პაციენტებს, რომელთაც ფსიქოტროპული წამლების ესაჭიროებათ, მათი ყიდვა ონლაინ რეცეპტების საშუალებით შეუძლიათ. მინისტრის განცხადებით, ეს სერვისი უახლოეს პერიოდში ყველა მედიკამენტზე გავრცელდება.
მას შემდეგ, რაც ექიმი პაციენტს გასინჯავს და რეცეპტს გამოწერს, ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში შევა. პაციენტს აღარ ექნება საჭიროება ქაღალდის ინფორმაციის მატარებელი ჰქონდეს. მას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საჭირო მედიკამენტს მისი საშუალებით აიღებს, აღნიშნა სერგეენკომ.