მთავრობას შეუძლია მედიკამენტების გაიაფებას ხელი შეუწყოს

© photo : Pixabay / qimonoმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტრო იმ ნაბიჯებს დგამს, რომელიც აუცილებლად ამ შემოდგომაზე 200 მედიკამენტზე ფასების კლებას გამოიწვევს.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. თუ ბაზარზე ზოგი მედიკამენტი უფრო ადვილად და ნაკლები დანახარჯით  შემოვა, შესაძლოა, ეს ფასებზეც აისახოს, — მიაჩნია "ახალი ეკონომიკური სკოლა — საქართველოს" პრეზიდენტს პაატა შეშელიძეს. 

 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტრო იმ ნაბიჯებს დგამს, რომელიც აუცილებლად ამ შემოდგომაზე 200 მედიკამენტზე ფასების კლებას გამოიწვევს. მინისტრის თქმით, საუბარია ყველაზე ხშირად მოხმარებად და პირველადი საჭიროების წამლებზე, როგორიც არის მაღალი არტერიული წნევის დასარეგულირებელი საშუალებები, დიაბეტის წამლები და სხვა.

 „თუ მთავრობა ბარიერებს და ლიცენზიებს გააუქმებს და წესებს გაამარტივებს, შეიძლება, წამლების გარკვეული ნაწილი უფრო ადვილად და ნაკლები დანახარჯებით შემოვიდეს ბაზარზე და ეს ფასებზეც აისახოს“, –განაცხადა პაატა შეშელიძემ 

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო: მედიკამენტებზე ფასების დაწევისათვის ყველაფერს გავაკეთებთ

 მისივე თქმით, წინა ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯები რამდენჯერმე გადადგა. მაშინ ფუნდამენტური ცვლილება ის იყო, რომ ქვეყანა მედიკამენტების დამატებით ლიცენზირებას აღარ ითხოვდა და ევროპაში და ამერიკაში დაშვებული წამლის გაყიდვა საქართველოს ბაზარზე ავტომატურად შეიძლებოდა.

 ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე დღეს ძირითად მოთამაშეებად რამდენიმე კომპანია: „PSP“, „ავერსი, „GPC „ და „ეი ბი სი ფარმაცია“ (ფარმადეპო) ითვლება.

 “საქართველოს ახალი თაობის ფარმაცევტთა ასოციაციის” პრეზიდენტის დავით პეტრიაშვილის თქმით, დაკვირვებები ცხადყოფს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია არც ისე მაღალია, ფარმაცევტული კომპანიები თავის ნებაზე არიან მიშვებულები და ძალიან დიდ მოგებაზე მუშაობენ, რომელიც, მთელ რიგ შემთხვევებში, 200-300 პროცენტიან მარჟას უტოლდება.

 "ახალი ეკონომიკური სკოლა — საქართველოს" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე არ იზიარება ამ მოსაზრებას და მოუწოდებს მათ, ვინც ასე ფიქრობს, თვითონ შემოიტანონ წამლები უფრო იაფად და ისარგებლონ ამ  უპირატესობით, თუ ფარმაცევტულ ბიზნესს ორჯერ და სამჯერ მეტი მოგება მოაქვს.

 პაატა შეშელიძის თქმით, ფარმაცევტული ბაზარი მთელს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სპეციფიური სფეროა. მწარმოებლებს ყოველთვის არა აქვთ იმის ფუფუნება, თავიანთი პროდუქცია ვისაც უნდათ, იმას მიჰყიდონ. დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.

 „არ არის ისე, რომ მიხვიდე ქარხანაში, წამოიღო წამალი და გაყიდო სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის — დაწესებული რეგულაციების გამო.რა თქმა უნდა, რთულია ამ ბაზარზე შესვლა, მაგრამ, თუ ვინმე შევიდა და კარგად წარმართა საქმე, ის ამისთვის არ უნდა დაისაჯოს“,- მიაჩნია ექსპერტს.


ყველა ახალი ამბავი
0