თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში შემოდგომის სეზონზე 200 მედიკამენტზე ფასების დაკლება მოხდება, განაცხადა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა დავით სეგეენკომ პარასკევს, 9 ოქტომბერს.
პირველადი მოხმარების 200 დასახელების მედიკამენტზე ფასები 2015 წლის სექტემბერში უნდა შემცირებულიყო.
„სამწუხაროდ, მედიკამენტებზე ფასების დაკლებას სამინისტრო ვერ განსაზღვრავს, თუმცა ჩვენ გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც საუცილებლად გამოიწვევს ფასების კლებას პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე“, — განაცხადა სეგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ფასების კლება, ძირითადად, არტერიული წნევის, დიაბეტისა და სხვა პირველადი მოთხოვნის მედიკამენტს შეეხება.