ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნების შედეგების გამოძიებას მოითხოვს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиთინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგებმა პროკურატურაში კითხვები გააჩინა, სადაც სისხლის სამართლის საქმე „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ მუხლით აღიძრა.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პროკურატურას საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგების საქმის ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ მუხლით, გუშინ, ხუთშაბათს აღძრა. მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ თინა ხიდაშელი საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა

პროკურატურა, სასამართლო - Sputnik საქართველო
პროკურატურა საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს

„მინდა მოვუწოდო პროკურატურას, რომ რაც შეიძლება ეფექტურდ იმუშაოს. თუ რამე კითხვები არსებობს, ამ ადამიანებს პასუხი გასცენ. არ მაქვს ილუზია, რომ მათ სიმართლე აინტერესებთ, მაგრამ ჩვენ ქვეყანა ვართ დაინტერესებული, რომ ეს ბინძური კამპანია იმ მასშტაბით და ფორმით, რაც ხელისუფლებას მოეთხოვება, დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, სამარცხვინო მეთოდებისა და კამპანიის მომსწრეები გავხდებით წინასაარჩევნო პერიოდში“, —  განაცხადა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის ეთერში.

შეგახსენებთ: საგარეჯოში შუალედური არჩევნები 2015 წლის ოქტომბერში ჩატარდა. ხმათა უმრავლესობით, გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თამარ ხიდაშელს ხვდა წილად. ოპოზიციის აზრით, არჩევნების შედეგებზე გავლენა საგარეჯოს რაიონის სოფელ მუხროვანში განთავსებული სამხედრო ბაზის ჯარისკაცების ხმებმა და ასევე ხმების დათვლის პროცესში თავდაცვის მინისტრის ადგილზე ყოფნამ მოახდინა.

ყველა ახალი ამბავი
0