თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. რუსეთის ინტერესთა სექციას, რომელიც საქართველოში შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს, თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქის თაობაზე, რომელიც ცოლად შერთვის მიზნით გოგონას მოტაცებაშია ეჭვმიტანილი, ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია, — განუცხადა РИА Новости–ს სექციის ხელმძღვანელმა ვადიმ გორელოვმა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის 17 წლის მოქალაქეს ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„სექციაში ჯერ არ შემოსულა ოფიციალური უწყება. როგორც წესი, ამას დრო სჭირდება. პროცედურა ასეთია: ქართულმა მხარემ ფაქტის თაობაზე ოფიციალურად უნდა აცნობოს შვეიცარიის საელჩოს, რომელიც შემდგომ ნოტას რუსეთის ინტერესთა სექციას გადაუგზავნის. შეტყობინებას, როგორც წესი, ერთი ან ორი კვირის მერე ვღებულობთ“, — განაცხადა გორელოვმა.
მისი თქმით, ქართულ მხარეს ასევე შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია იმის თაობაზე, ნამდვილად არის თუ არა დაკავებული რუსეთის მოქალაქე.