არასრულწოვანის გამტაცებელი დაკავებულია

© Следственная служба Минфина Грузииდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
1999 წელს დაბადებული ელჩინ ი. რომელიმაც ცოლად მოყვანის მიზნით 19 თებერვალს 17 წლის სამირა ბაირამოვა გაიტაცა, სამართალდამცავებმა დააკავეს.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცებაში ბრალდებული პირი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს შს სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ელჩინ ი. თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, ფონიჭალაში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ სამირა ბ-ს თავისუფლება აღუკვეთა. ელჩინ ი-ს თანამზრახველების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები", —ნათქვამია შს სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
გატაცებული სამირა ბაირამოვას ოჯახი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 17 წლის სამირა ბაირამოვა 19 თებერვალს გაიტაცეს. მისი ოჯახის წევრებმა განგაში ატეხეს და სამართალდამცავი სტრუქტურები უმოქმედებაში დაადანაშაულეს. პოლიციამ გოგონა 22 თებერვალს იპოვნა და მიმდინარეობდა სამძებრო ღონისძიებები გამტაცებელტა დასაკავებლად. 


ყველა ახალი ამბავი
0