მანოლო იერო "საბურთალოს" სპორტული დირექტორი გახდება

© Радио Jako.FMმანოლო იერო
მანოლო იერო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანელი მანოლო იერო საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ სპორტული დირექტორის თანამდებობაზე 1 მარტს წარადგენენ.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველის ფერნანდო იეროს უფროსი ძმა მანოლო იეირო კლუბ“საბურთალოს“ სპორტული დირექტორი იქნება, ნათქვამია კლუბის ვებგვერდზე.

ქართულ კლუბსა და ესპანელ სპეციალისტს შორის დადებული ხელშეკრულება ძალაში პირველი მარტიდან შევა. ამ დღეს გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც ახალი დირექტორის რანგში უფროსი იეროს წარდგენა ოფიციალურად მოხდება.

ფერნანდო იერო - Sputnik საქართველო
ესპანეთის ნაკრების ექს-კაპიტანი ფერნანდო იერო თბილისშია

გასული წლის ოქტომბერში იერო თბილისში „საბურთალოს“ გენერალური დირექტორის კახა ჭუმბურიძის მიწვევით იმყოფებოდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იერო ინფრასტრუქტურას, კლუბის მუშაობას და გუნდის განვითარების გეგმებს გაეცნო.

მანოლო იერო, როგორც მისი ძმა ფერნანდო, ყოფილი ფეხბურთელია. საფეხბურთო კარიერის ნაწილი მან „მალაგესა“ და „ტენერიფეში“ გაატარა. აქტიური ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მანოლო „მალაგის“ სპორტული დირექტორი გახდა, ოდნავ მოგვიანებით კი გუნდის მთავარი მწვრთნელი.


ყველა ახალი ამბავი
0