ესპანეთის ნაკრების ექს-კაპიტანი ფერნანდო იერო თბილისშია

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიფერნანდო იერო
ფერნანდო იერო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტისას იერო უეფას ახალგაზრდული ლიგის საპასუხო მატჩს დაესწრება, რომელიც ქართულ „საბურთალოსა“ და დანიურ „მიდტიულანს“ შორის გაიმართება .

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული კაპიტანი ფერნანდო იერო კლუბ „საბურთალოს“ გენერალური დირექტორის კახა ჭუმბურიძის მოწვევით თბილისში სტუმრად იმყოფება.

ვიზიტისას იერო უეფას ახალგაზრდული ლიგის საპასუხო მატჩს დაესწრება, რომელიც ქართულ „საბურთალოსა“ და დანიურ „მიდტიულანს“ შორის გაიმართება და ასევე გაეცნობა თბილისური კლუბის ინფრასტრუქტურას. 

„ძალიან მიხარია, რომ ჩემი „საბურთალოელი“ მეგობრების მოწვევით  თბილისში ვარ. ორი დღის განმავლობაში, სანამ თბილისში ვიქნები, მინდა კლუბის მუშაობას, მათი განვითარების გეგმებს გავეცნო და უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩსაც დავესწრო. ამას გარდა, დაგეგმილი მაქვს სხვა ბევრი საინტერესო შეხვედრაც“, — განაცხადა თბილისში ჩამოსულმა იერომ. 

ფერნანდო იერო, ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრას, სავარაუდოდ, 21 ოქტომბერს გამართავს. 

იერო მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში 14 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში მცველმა 439 მატჩი ჩაატარა და 102 გოლი გაიტანა. 

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში იერო  13 წლის განმავლობაში შედიოდა, ჩაატარა 89 მატჩი და გაიტანა 29 გოლი. 

 


ყველა ახალი ამბავი
0