ბუნდესტაგის დეპუტატი: საქართველოს ევროინტეგრაცია სრულებით რეალურია

© photo: Sputnik / Savelyev Vitaliy / გადასვლა მედიაბანკშიბუნდესტაგი
ბუნდესტაგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანია და საქართველო ეკონომიკისა და განათლების სფეროებში რეფორმების გატარების კუთხით თანამშრომლობის განვითარებას აპირებენ, განაცხადა ფაისტმა.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივები აქვს, განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა ტომას ფაისტმა (Thomas Feist) ბერლინში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ.

გერმანია - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ერთობლივი ძალისხმევით წარმატებით მიმდინარეობს. ძალზე მნიშვნელოვანია უკვე განხორციელებული ზოგიერთი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის სფეროში… ჩვენ უნდა განვავითაროთ თანამშრომლობა და რეფორმები როგორც ეკონომიკის, ისე განათლების მიმართულებით. ასეთი ცვლილებებითა და რეფორმებით საქართველოს ევროპული ინტეგრაცია სრულებით რეალურია“, — განაცხადა ფაისტმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამშაბათს გერმანიაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, გერმანიის ეკონომიკური უწყებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 26 თებერვალს დასრულდება, იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლები გერმანულ ანალიტიკურ ცენტრებში, შეხვედრები გერმანელ ექსპერტებთან და გერმანული მედიის წარმომადგენლებთან.

მინისტრი ასევე საარბრიუკენსა და ვადერნს ეწვევა, სადაც საქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, ასევე მოინახულებს საარბრიუკენის უნივერსიტეტსა და ვადერნის სკოლას.

ყველა ახალი ამბავი
0