თბილისის მერიაში ცვლილებებია მოსალოდნელი

© Sputnik / Alexander Imedashviliდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქის მერიაში, ადმინისტრაციული ხარჯებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შემცირების მიზნით, ქვესაუწყებო სტრუქტურების ოპტიმიზაციის პროცესი დაიწყო.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ქალაქის მთავრობის სხდომაზე მოადგილეებს უწყებაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ანგარიშის მომზადება დაავალა.

დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
თბილისის მერია კონტრაქტორი კომპანიების კონტროლს გააძლიერებს

ნარმანია არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი ოპოზიციური პარტიების მხრივ, რომლებიც მისი გადადგომის მოთხოვნით აქციებსაც მართავდნენ. ოპოზიციის აზრით, ქალაქის მერი თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას და უწყებაში კორუფციაზეც საუბრობენ.

„თბილისის მერიაში დაწყებულია სტრუქტურული ოპტიმიზაციის პროცესი, რაც რამდენიმე სამსახურის გაერთიანებას გულისხმობს. შეზღუდული პასუხისმგებლობის ოთხი საზოგადოება, რომლებიც მუნიციპალურ საკუთრებაში იყო, გაერთიანდა“, — განაცხადა ნარმანიამ სხდომაზე.

გასულ კვირას ნარმანიამ ასევე ისაუბრა არაკომერციული იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გაერთიანებასა და შერწყმაზე, რაც მათი მუშაობის გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით გაკეთდა. მერმა იმედი გამოთქვა, რომ ამით ადმინისტრაციული ხარჯები მაქსიმალურად შეიკვეცება და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია მოხდება.

„ცვლილებები მერიის სტრუქტურაში ამჟამადაც გრძელდება და მე მინდა დავავალო ჩემს მოადგილეებს, რომ მოამზადონ სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის დაგეგმილი რესტრუქტურიზაციის ფარგლებში და აღნიშნული ინფორმაცია დეტალურად გავაცნოთ როგორც ქალაქ თბილისის საკრებულოს, ასევე, საზოგადოებას“, — ციტირებს მერიის პრესსამსახური დავით ნარმანიას.
მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ღიად წარიმართება, რათა მომავალში ოპონენტებმა ამ საკითხით სპეკულაცია ვერ შეძლონ.

ყველა ახალი ამბავი
0