თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თბილისის მერია გაამკაცრებს იმ კომპანიების კონტროლს, რომლებიც უწყებასთან თანამშრომლობენ, — განუცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს.
დედაქალაქში კონტრაქტორ კომპანიებთან მიმართებაში ზედამხედველობას გავაძლიერებთ. ისევე, როგორც კომუნიკაციების სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ჩვენგან იღებენ ნებართვას, ასევე სპეციალურ დამატებით ზედამხედველობას დაექვემდებარებიან იმისათვის, რომ ურთიერთობა ერთი მხრივ, არ გაცდეს სახელშეკრულებო ფარგლებს და მეორე მხრივ, ყველამ იგრძნოს პასუხისმგებლობა, რომ თუ რაიმე სამუშაოს ასრულებს, დროულად და ხარისხიანად უნდა დაასრულოს“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ: საქართველოს რეიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მთავრობის 8 იანვრის სხდომაზე, ქვეყნის მოსახლეობას გზებზე ახალი წლის დღეებში შექმნილი უხერხულობის გამო ბოდიში მოუხადა. კონტრაქტორმა კომპანიებმა 1 და 2 იანვარს უამინდობის გამო, ვერ მოახერხეს გზების თოვლისგან გაწმენდა, — განმარტა ჯავახიშვილმა.