პრემიერ-მინისტრმა უპასუხისმგებლო კომპანიების დასჯის შესახებ განაცხადა

© facebook.com/KvirikashviliOfficialგიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, დიმიტრო ქუმსიშვილი
გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, დიმიტრო ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პასუხისმგებლიანი კონტრაქტორი კომპანიები უნდა წახალისდნენ.

თბილისი, 8 იანვარი  – Sputnik. საქაართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან  საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოსმენისას, პასუხისმგებლიანი კონტრაქტორი კომპანიების წახალისების, ხოლო ვალდებულებების  არშემსრულებელი კომპანიების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების შესახებ გააკეთა განცხადება.

იანვრის დასაწყისში საქართველოს რეგიონებს დიდთოვლობამ ზიანი მიაყენა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, პრობლემები შეიქმნა გზებზეც.

თოვლი ოზურგეთში, გურია - Sputnik საქართველო
დასავლეთ საქართველოში დიდი თოვლი მოვიდა

„თუ კონტრაქტორი კარგად ასრულებს ვალდებულებებს, წავახალისოთ და მადლობაც უნდა ვუთხრათ, ასევე მომავალ თანმშრომლობაში გავითვალისწინოთ და თუ ვერ ასრულებს პირიქით, გამოვიყენოთ ის სანქციები, რაც საჭიროა“, —  განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა, რომ მათ სატრანსპორტო გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საზოგადოებას  ინფორმაცია რეგულარულად მიაწოდონ.

„სამწუხაროდ, ყველა კონტრაქტორმა ვერ გაითავისა ის ვალდებულებები, რომელიც მათ გააჩნიათ. ასეთი პრობლემების გამო, ვერ ხდება ძირითადი სერვისების მიწოდება, მოქალაქეების გადაადგილების ნაწილში შეფერხებებს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება სასწრაფო ვერ მივიდეს ავადმყოფთან და შეიძლება რაიმე უბედურება მოხდეს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0