2017 წელს თბილისში მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობა დასრულდება

© Tbilisi Transport Companyთბილისის მეტროპოლიტენი
თბილისის მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მეტროს მეორე ხაზის მშენებლობის დასრულება თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურბანული ტრანსპორტის განვითარებას.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის „უნივერსიტეტის“ მშენებლობა  ვაკე-საბურთალოს რაიონში 2017 წელს დასრულდება, იტყობინება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური.

სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან  ერთად, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა შონ ოსალივანმა დაათვალიერა.  სამშენებლო ობიექტზე, ასევე, იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და აზიის განვითარების ბანკის  მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან-კაიალარი.  აღნიშნულმა პირებმა მეტროპოლიტენის სამშენებლო სამუშაოები   ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერეს.

თბილისის მეტროპოლიტენი, სადგური სამედიცინო. - Sputnik საქართველო
რა საიდუმლოს მალავს თბილისის მეტროს 50 წლიანი ისტორია

პროექტის ფარგლებში, აშენდება და მოეწყობა  მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, გაკეთდება მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე, რესტავრაცია ჩაუტარდება არსებულ გვირაბებს და  დელისისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის ამუშავდება მეორე გვირაბიც.  დამონტაჟდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები.

პროექტს  მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია.

თბილისის მეტროს მეორე ხაზის მშენებლობის დასრულება თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურბანული ტრანსპორტის განვითარებას.


ყველა ახალი ამბავი
0