გიორგი კეკელიძე: ახალ რომანზე, სექსსა და ქართველთა ნაკითხობაზე

© courtesy by George Kekelidzeსაქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისი ავტობიოგრაფიულ-დოკუმენტური რომანი „გურული დღიურები“ საქართველოში მესამე წელია ბესტსელერად ითვლება. 32 წლის ასაკში ის არამარტო მწერალი, პოპულარული ტელეწამყვანი და საზოგადო მოღვაწე, არამედ ქვეყნის მთავარი ბილიოთეკარიცაა.

თავის ახალ რომანზე, პარადოქსებით სავსე გასულ წელზე, სექსზე, წიგნიერებასა და სამომავლო გეგმებზე Sputnik-ს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელობის  ეროვნული ბიბლიოთკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ესაუბრა.

- გამარჯობა გიორგი! გასული წელი თქვენთვის საკმაოდ რთულიც იყო და ნაყოფიერიც.

— კი, ასე დაემთხვა.

- როგორ გაუძელით ამ ყველაფერს?

საკმაოდ რთული და პარადოქსული წელი იყო და სამწუხაროდ ჩემი პირადი ცხოვრებაც, ასე ვთქვათ, კარგი ამბებით არ გამოირჩეოდა. მით უმეტეს,  წლის ბოლოს გარდაიცვალა ჯერ მამაჩემი, შემდეგ ბებიაჩემი — ძალზე ახლო მონაკვეთში. და ამ თვალსაზრისით, 2015 წელი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი იყო ჩემთვის.

გერმანიაში ქართული პოეზიის ანთოლოგია გამოსცეს - Sputnik საქართველო
გერმანიაში ქართული პოეზიის ანთოლოგია გამოსცეს

- საქმიან სფეროზე რას იტყვით?

— რაც შეეხება საქმიანობას, აქ ყველაფერი პირიქით მოხდა, რადგანაც წარმოუდგენლად წარმატებული წელი იყო ბიბლიოთეკისთვის. ჩვენ დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება, როგორიცაა მაგალითად, პირველი, მეხუთე და ქუთაისის ბიბლიოთეკის კორპუსების გამაგრება-განახლება. გარდა ამისა, სოფლის ბიბლიოთეკების აღდგენის პროგრამა. რაც შეეხება პირად საქმიან წარმატებებს, თამამად შეიძლება ვთქვა რომ კარგი წელი იყო. გამოვეცი დეტექტივების სერია, ესეების წიგნი „ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი“ და რომანი „ორი თავგადასავალი“. ასევე დავიწყე „გურული დღიურების“ ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობა.

- რაც შეეხება“გურულ დღიურებს“, რაში მდგომარეობს ამ წიგნის ფენომენი? 2014-2015 წლების კვალდაკვალ წიგნი ახლაც გაყიდვების ლიდერია.

— ამ წიგნის ფენომენი, ალბათ, რამდენიმე ნიუანსშია. პირველ რიგში, წიგნში ასახული მოვლენები კარგად ემთხვევა გასული საუკუნის 80-იან წლების ემოციებსა და შეგრძნებებს. შესაძლოა, აღწერილი მოვლენები რაღაცნაირად გამოეხმაურა მათ ბავშვობას და ახალგაზრდობას. მეორე მხრივ, ცხადია, ეს იყო ჩემს მიერ ამავდროულად კარგად დაგეგმილი პიარ-აქციაც, რომლის მიზანიც წიგნის ფართო მასებში პოპულარიზაცია იყო. და საერთოდაც მგონია, რომ წიგნის კითხვა სირცხვილი არ არის. და მე ამას მხოლოდ მივესალმები! და რაც უფრო ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ აქციაში, კარგი იქნება არამარტო კონკრეტული ავტორისთვის და წიგნისთვის, არამედ ქვეყანაში წიგნიერების დონის ამაღლებისთვის. გარდა ამისა, გაყიდვებიდან შემოსული თანხა ჩემთვის ისედაც სიმბოლურია და ამ თანხას სხვაგან ვრიცხავ. შესაბამისად ეს არ არის ჩემი მარკეტინგული სვლა. 

© courtesy by George Kekelidzeსაქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე
Директор Национальной библиотеки Грузии, поэт Георгий Кекелидзе - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე

- სად აპირებ ჰონორარის გადარიცხვას?

— ლეიკემიით დაავადებულთა ფონდში.

- „გურული დღიურების“ გაგრძელება სიუჟეტურად იგივე თემის გაგრძელებაა? როდის გამოვა წიგნი?

— არა, გაგრძელება ცოტათი განსხვავებული იქნება. ვფიქრობ, წიგნი გაზაფხულზე გამოვა.

- გიორგი შენ სელფთან დაკავშირებული კარგად დაგეგმილი პიარ-აქცია ახსენე.  შენს წიგნთან გადაღებულმა სელფმა ინტერნეტ-სივრცეში წიგნის გაყიდვები საგრძნობლად გაზარდა. როგორ დაიწყო ეს სელფომანია?

— ეს მე არ მომიგონია (იცინის). 

- ვინ მოიგონა?

— სხვათა შორის, იდეა ერთ ნაკლებად აქტიურ ადამიანს ეკუთვნის, რომლის ნამდვილი სახელ-გვარიც არ ვიცი. ნებისმიერ შმთხვევაში, რამდენადაც მახსოვს, პირველი სელფი ჩემს წიგნთან ერთად მის აკაუნტზე წარწერით: "ეს მე ვარ“ გამოჩნდა. შემდეგ კი იდეა მეც მომეწონა და ავიტაცე.   
- გიორგი, თებერვალში შენი ახალი რომანი „ორი თავგადასავალი“ გამოვიდა. რამდენიმე სიტყვა გვითხარი მის შესახებ.

— „ორი თავგადასავალი“  ჩემი პირველი მხატვრული რომანია, რომელიც 1990-იან წლების ამბებსა და იმ სივრცეზე მოგითხრობთ, რომელიც პარადოქსებით იყო სავსე. ერთი მხრივ, ეს იყო თავისუფლება, მეორე მხრივ, კი ამ თავისუფლების აღქმის უუნარობა. ტოტალური რეჟიმის შემდეგ ადამიანები სწორედ ამ თავისუფლებას შეჩეხნენ და მათ გაუჭირდათ მისი გაცნობიერება. თუმცა, მაინც ვთვლი, რომ ეს პერიოდი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საინტერესო იყო.

- რომანი ავტობიოგრაფიულია?

— ნაწილობრივ, რადგანაც 90-იან წლებში მე პატარა ვიყავი, ჩემი რომანის გმირი კი უნივერსიტეტის სტუდენტია.

- ანუ შენი პერსონაჟი გამოგონილია?

— კი. და ნაწილობრივ მოვლენებიც, რომელიც რომანში ვითარდება.

 ოზურგეთის მკვიდრი გიორგი კეკელიძე საქართველოში არსებული თითქმის ყველა ლიტერატურული პრემიის მფლობელია. მის სახელს უკავშირდება პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა. გარდა ამისა, კეკელიძე მედიისთვის მიცემული ინტერვიუების რაოდენობით რეკორდსმენია. ის საქართველოს კუთხეებში მოგზაურობს და არა მარტო საკუთარი წიგნის პოპულარიზაციას, არამედ სოფლის ბიბლიოთკების აღდგენას ეწევა.

- გიორგი, როგორ ახერხებ მწერლობის, ტელეწამყვანობისა და ბიბლიოთეკის დირექტორის ფუნქციის ერთმანეთთან შეთავსებას?

— რთულია. თუმცა, ცხოვრება ისე ხანმოკლეა, რომ უნდა ეცადო  და ყველაფერი მოასწრო.

- ამბობენ, თავისუფალ დროს სადოქტორო თემაზე — „საქორწილო და დაკრძალვის რიტუალები საქართველოში“ — მუშაობსო. რატომ მაინცდამაინც ეს თემა?

— რა ვიცი, ძალიან საინტერესოა. თქვენ არ გაინტესებთ სიკვდილი?

- მე — კი.

— ქორწინება? როგორც რიტუალი? იმას კი არ გეკითხებით, გათხოვება თუ გაინტერესებთ (იღიმება). ძალიან საინტერესოა და ძალიან ბევრი ტრადიცია გვაქვს ჩვენ ამ თვალსაზრისით.

- საერთოდ, შენ ხშირად წერ  სიკვდილისა და სიყვარულის თემებზე, რატომ?

— სიკვდილი და სიყვარული ცოხვრებაში ყველაზე მთავარი მოვლენაა. სხვათა შორის, ვუდი ალენს აქვს ამ სახელწოდების ძალიან კარგი ფილმი, რომელიც ადამიანს, როგორც ფენომენს აყალიბებს. სიყვარული უკიდურესად მნიშვნელოვანია. საერთოდ, სიყვარული ამოძრავებს ცხოვრებას, ცუდი საქმეების სიყვარულიც მათ შორის (არ იგულისხმება მარტო რომანტიკული სიყვარული). მეორეს მხრივ, ცხადია, სიკვდილი — ასევე მნიშვნელოვანი ამბავია. 

© courtesy by George Kekelidzeსაქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე
Директор Национальной библиотеки Грузии, поэт Георгий Кекелидзе - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე

 

- სხვათა შორის, შენ ყოველთვის ღიად საუბრობ პირად ცხოვრებაზე…

— ასე არ ვიტყოდი. ამაზე სხვები უფრო მეტს საუბრობდნენ, მე უბრალოდ კომენტარს ვაკეთებდი.

- შეიძლება. და მაინც! ერთ-ერთ შენს ბოლოდროინდელ ინტერვიუში სექსს ნარკოტიკი უწოდე.

— ის ხომ მართლაც ნარკოტიკია ნებისმიერი ადამიანისთვის…

- ამ შემთხვევაში, ეგ შენი მარკეტინგული სვლაა თუ უბრალოდ გულწრფელობა?

— არა. პირიქით. მე არ მგონია, რომ ეს თემა ტაბუდადებული უნდა იყოს. კომიკურია, რომ სექსი ტაბუირებულია. ჩვენს ცხოვრებაში ისედაც ამაზე მეტი და დიდი ტაბუები არსებობს, რომელთა ნახევარსაც მე არ მივესალმები. სექსი არის ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი. წარმოუდგენელია, რომ ეს იყოს ტაბუდადებული.

გარდა ამისა, ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს წიგნის კითხვა, მიაჩნია გიორგი კეკელიძეს. სწორედ ამიტომ, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის უახლოეს გეგმებში პირველი წიგნის მუზეუმის გახსნა შედის. როგორც კეკელიძე ირწმუნება, ეს პოსტრაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იქნება.

— წიგნის მუზეუმში ის ძველი, რარიტეტული, ძალზე პატარა და ლამაზი წიგნები გამოიფინება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. მუზეუმი ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის უკანა ფლიგელში განთავსდება, რომლის რეაბილიტაციასაც ჩვენ მალე დავასრულებთ. ეს ისტორიული კორპოუსია, რომელშიც თაობები გაიზარდნენ.

- გიორგი, როგორ ფიქრობთ, საქართველოში ბევრი კითხულობს?

— საქართველოში ცოტა ადამიანი კითხულობს.

- თქვენ სტატისტიკა გაქვთ?

 

  1. — სტატისტიკა არსებობს, თუმცა, არასახარბიელო. ის, რომ ჩემი ან სხვისი წიგნები ბევრი იყიდება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წიგნიერების დონე მაღალია (იცინის).  საბოლოო ჯამში განათლების სისტემაშია სერიოზული პრობლემები. 
© courtesy by George Kekelidzeსაქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე
Директор Национальной библиотеки Грузии, поэт Георгий Кекелидзе - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე

 

- და მაიც, თქვენი აზრით, საქართველოს მოსახლერობის რამდენ პროცენტს უყვარს წიგნის კითხვა?

— ჩემი აზრით, საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 10-15% კითხულობს.

- ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით რომ დავყოთ?

— ეს არის, ალბათ, ახალგაზრდობა და საშუალო ასაკის ხალხი. ყველა თაობის, სავარაუდოდ. ახალგაზრდობის ხვედრითი წილი აქედან, სავარაუდოდ, 7-8%-ია.

ყველა ახალი ამბავი
0