თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. გერმანიაში ქართული პოეზიის ანთოლოგიის გერმანული თარგმანი გამოქვეყნდა, რომელშიც სხვადასხვა ეპოქის 87 ავტორის ნაწარმოები შევიდა, იტყობინება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი.
578 გვერდიან ანთოლოგიაში სახელწოდებით "Aus der Ferne" („შორიდან“) თავმოყრილია აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას, გალაქტიონ ტაბიძის და სხვა ქართველი პოეტების ლექსები. გამოცემაში ასევე შევიდა თანამედროვე ქართელ პოეტთა დავით დეფის, ირაკლი ჩარკვიანის, რატი ამაღლობელის, ზურა რთველიაშვილის, ზვიად რატიანის, გიორგი კეკელიძის, ლია ლიკოველის ნაწარმოებები.
ანთოლოგიასთან ერთად გამოიცა კომპაქტ-დისკიც, რომელზეც 37 ქართველი პოეტი თავად კითხულობს თავის ლექსებს.
ანთოლოგიის თარგმანი ბერლინში, გამომცემლობა Poр Verlag-ის მიერ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა. თარგმანის ავტორი — გერტ რობერტ გრუნერტია ((Gert Robert Gruner) და ნინო პოპიაშვილი, რომელტაც გამოცემაზე 2 წელი იმუშავეს.
ქართველი მკითხველის წინაშე გამოცემას 15 იანვარს გოეთეს ინსტიტუტი წარადგენს.