საქართველოს თავდაცვის მინისტრი ეუთოს ფორუმზე სიტყვით გამოვა

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშივენა
ვენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეუთოს ფორუმზე სიტყვით გამოსვლის გარდა, თინა ხიდაშელი შეხვდება ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანერს.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მე-2 პრეზიდენტს, კარლჰაინც კოფვს. სამუშაო სადილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში და მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი დაესწრო.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა - Sputnik საქართველო
ივლისში თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება

ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ძანიერის შეხვდება და სიტყვით გამოვა ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის საგანგებო პლენარულ სხდომაზე. დაგეგმილია შეხვედრები ნატოს წევრი სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებთან ეუთოში და საჯარო გამოსვლა აღმოსავლეთ ევროპაში კონფლიქტების თემაზე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0