ჩეხეთი დაეხმარება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლაში

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიპრაღა
პრაღა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ პროგრესს მიაღწია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ჩეხეთის მეშვეობით, განაცხადა კვირიკაშვილმა

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. „ჩეხეთი მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში და მზად არის, ამ მიმართულებით, საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. საქართველომ დაამტკიცა, რომ საიმედო პარტნიორია“ — განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იტყობინება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური. ბუჰუსლავ სობოტკამ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე და ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩეხ კოლეგას მასპინძლობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. „ჩვენ დიდად ვაფასებთ სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების, ცოდნისა და უნარების გაზიარებასაც. მეორე მხრივ, ჩვენ კიდევ მეტის გაკეთება შეგვიძლია, რათა გავაღრმავოთ და უფრო ხელშესახებ შედეგებზე ორიენტირებულად ვაქციოთ ჩვენი ურთიერთობები.” — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტრო: ჩეხეთი საქართველოს მისწრაფებებს მხარს უჭერს

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში დიდი პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იყოს გამოყენებული. ქართული მხარე ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა, გაღრმავდეს ეკონომიკური კავშირები და ხელი შეეწყოს ბიზნესებს შორის თანამშრომლობას.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერას. აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატება არის ჩვენი საერთო პრიორიტეტი და ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ურთიერთობების განმტკიცება.

ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკის, მტკიცე მხარდაჭერითა და დახმარებით, საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე: ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას, ასევე წარმატებით შევასრულეთ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რაც დაადასტურა კიდეც კომისიამ თავის საბოლოო ანგარიშში, და მოუთმენლად ველით უახლოეს მომავალში ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, როგორც საქართველოს ერთგულებისა და რეფორმების გზაზე დაუღალავი შრომის დამსახურებულ აღიარებას.” — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.


ყველა ახალი ამბავი
0