თბილისის საქალაქო სასამართლოს უფროსი გათავისუფლებულია

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ახვლედიანმა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ტესტების სწორი პასუხები წინასწარ იყო ცნობილი.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით თანამდებობიდან თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი გაათავისუფლა.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
ქართველი მოსამართლეები „შპარგალკებით“

ურთიერთობები ახვლედიანსა და იუსტიციის საბჭოს შორის ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში დაიძაბა. მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი მდივანი ლევან მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია, ახვლედიანმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძისა და საბჭოს წევრების გადადგომა მოითხოვა.

„გათავისუფლების ძირითადი საფუძველი არის საქმისწარმოების პრობლემები, რომელიც დაფიქსირდა მამუკა ახვლედიანის მიერ გამოცემული ბრძანებების შესაბამისად“, — განუცხადა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მამუკა ახვლედიანის დისციპლინარული დევნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. ამას წინ უძღოდა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცი იმის თაობაზე, რომ მოსამართლეთა ტესტირებაზე მოსამართლეობის კანდიდატებისთვის სწორი პასუხები წინასწარ იყო ცნობილი. ამ ფაქტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკვე იძიებს.

თუმცა ნინო გვენეტაძე აღნიშნავს, რომ მამუკა ახვლედიანის გადადგომა მის მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებებს არ უკავშირდება და ის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში თავის საქმიანობას გააგრძელებს.

გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელი გიორგი ებანოიძე შეასრულებს, ხოლო თბილისის სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას ეკა არეშიძე უხელმძღვანელებს.

ყველა ახალი ამბავი
0