იაპონიის პარლამენტის სპიკერმა საქართველოს სატრანზიტო როლი შეაფასა

© FB/ DavidUsupashviliOfficialდავით უსუფაშვილი იაპონელ კოლეგასთან ერთად
დავით უსუფაშვილი იაპონელ კოლეგასთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რგოლი, როგორც დერეფანი, იაპონიისათვის ძალზე მნიშვნელოვანია.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის მრჩეველთა პალატის სპიკერ მასააკი იამაზაკის (Masaaki Yamazaki) შეხვდა.

ღვინის ფესტივალი Japan Women's Wine Awards - Sputnik საქართველო
იაპონელ ქალებს ქართული ღვინო მოეწონათ

საპარლამენტო დელეგაცია ტოკიოში 21 თებრვალს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ქართველი პარლამენტარები იაპონიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

„ბატონმა სპიკერმა დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა დადებით ტენდენციას ხედავს საქართველოსთან ურთიერთობის შემთხვევაში. საქართველო, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რგოლი, როგორც დერეფანი, იაპონიისათვის ძალზე მნიშვნელოვანია“, — ციტირებს უსუფაშვილს პარლამენტის პრესსამსახური.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ასევე შეხვედრას გამართავს იაპონიის ქვედა (წარმომადგენელთა) პალატის თავმჯდომარესთან, ტადამორი ოშიმასთან (Tadamori Oshima).

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი და ზურაბ აბაშიძე შედიან. ვიზიტი იაპონიაში 24 თებერვალს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0