კახა კახიშვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის წინააღმდეგია

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცველი ორგანოების კონტროლის მიზნით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის წინადადებით გამოდიან.

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის იდეას არ ემხრობა.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
პროკურატურა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას მხარს უჭერს

საქართველოში მოქმედი 20-მდე  არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცველი ორგანოების კონტროლის მიზნით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის წინადადებით გამოდიან. მათ შესაბამის კანონპრექტი შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც იგი განახორციელებს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების გამოძიებას და სისხლის სამართლებრივ დევნას.

„მე დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნის მომხრე არ ვარ, რადგანაც ასე ძალზე ღრმად შევტოპავთ.  თუ კომისარიატი უწყებაში მომხდარ დანაშაულს გამოიძიებს, მაშინ ვინ გამოიძიებს თავად კომისარიატში მომხდარ დანაშაულს? მაშინ შევქმნათ კომისარიატი კომისარიატის გასაკონტროლებლად ა ა.შ. ჩემი აზრით, დანასული ტავიდან ბოლომდე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს“, — განაცხადა კახიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

კანონპროექტზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატიც მუშაობდა. გარდა ამისა, დოკუმენტმა ექსპერტიზა საერთაშორისო დონეზე გაიარა.


ყველა ახალი ამბავი
0