პროკურატურა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას მხარს უჭერს

© photo: Sputnik / Andrei Starostinმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცველი ორგანოების კონტროლის მიზნით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის წინადადებით გამოდიან.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების გაკონტროლების მიზნით დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო უნდა შეიქმნას, მაგრამ არა სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების უფლებით, განაცხადა მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
არასამთავრობოები სამართალდამცველ ორგანოებზე კონტროლის დაწესების წინადადებით გამოდიან

საქართველოში მოქმედი 20-მდე  არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცველი ორგანოების კონტროლის მიზნით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის წინადადებით გამოდიან.

მათ შესაბამის კანონპრექტი შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც იგი განახორციელებს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების გამოძიებას და სისხლის სამართლებრივ დევნას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის იდეას და შესამაბისი კანონპროექტის განხილვაშიც აქტიურად ვართ ჩართულნი. თუმცა, რაც შეეხება საპროკურორო ზედამხედველობას, მიგვაჩნია, რომ საპროკურორო უფლებამოსილების მქონე ცალკე მექანიზმის შექმნა უაცილებელი არ არის“, — განაცხადა მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

კანონპროექტზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატიც მუშაობდა. გარდა ამისა, დოკუმენტმა ექსპერტიზა საერთაშორისო დონეზე გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0