თბილისში ოთხი დღის წინ გატაცებული გოგონა ნაპოვნია

გამოწერა
მშობლების განცხადებით, გოგონა მაშინ მოიტაცეს, როდესაც ის უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე მიდიოდა და მარნეულში წაიყვანეს.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ფონიჭალაში მცხოვრები 17 წლის სამირა ბაირამოვა, რომელიც ოთხი დღის წინ გაიტაცეს, ნაპოვნია, იუწყება შს სამინისტრო.

გოგონა მაშინ მოიტაცეს, როდესაც ის უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე მიდიოდა.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
გატაცებული სამირა ბაირამოვას ოჯახი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს

ბაირამოვას ოჯახის წევრები სამართალდამცველებს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ, მათ ადგილობრივი პოლიციის შენობაში შეჭრა ორჯერ მოახერხეს ასევე გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი.

ამ დროისათვის სად იმყოფება გოგონა და დაკავებულია თუ არა გატაცებაში ეჭვმიტანილები, შსს ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზეა აღძრული, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0