თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ყველაზე მეტად მედიკამენტები გაძვირდა,- მიიჩნევს Sputnik-ის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა 25%.
2015 წლის შემოდგომაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით სპეციალური მეთოდოლოგია შეიქმნა, რომლის საშუალებითაც პერიოდულად მედიკამენტებზე ფასები მოწმდება. როგორც აღმოჩნდა, გაჩნდა ფასების ზრდის ტენდენცია, მაგრამ ბოლო თვეში პირველი მოხმარების წამლებთან მიმართებით სურათი შეიცვალა.
გარდა ამისა, გამოკითხვის მონაწილეთა 23,7% მიიჩნევს, რომ იმპორტირებული პროდუქტები გაძვირდა.
მკითხველთა 14,5%-ისთვის ყველაზე მეტად ფასებმა ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე იმატა, ხოლო 17,1%-ისთვის — თამბაქოს ნაწარმზე.
6,6%-ისთვის ალკოჰოლური სასმელები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაძვირდა.
ბავშვთა კვებაზე ფასების მატება მკითხველის 2,6%-მა შეიგრძნო, ხოლო 1,3%-მა აღნიშნა, რომ ფასებმა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ცხოველების საკვებზე და საორგანიზაციო ტექნიკაზე მოიმატა.