თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ორშაბათს ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრება ჩეხეთში, სადაც რიგ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს, — ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი ჩეხ კოლეგას, ბოჰუსლავ სობოტკას პირისპირ შეხვდება, შემდეგ კი დელეგაციები გაფართოებული შემადგენლობით გამართავენ მოლაპარაკებებს.
დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზენდენტ მილოშ ზემანთან, პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარე იან ჰამაჩეკთან, სენატის თავმჯდომარე მილან შტეხთან. ჩეხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის
მინისტრი იან მლადეკი კი ქართულ მხარეს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს.
ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება ქართველ სტუდენტებს.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ვიცე-პრემიერი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ჩეხეთის რესპუბლიკას 23 თებერვალს დატოვებენ.