ნევადაში პირველადი არჩევნების ბედი კარტის დასტით გადაწყდა

CC BY 2.0 / raffaele sergi / poker 006კარტის დასტა
კარტის დასტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნევადის ქალაქ კარსონ სითიში ჰილარი კლინტონსა და ბერნი სანდერსს შორის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი კარტმა გამოავლინა.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ნევადაში „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის პირველადი არჩევნების გამარჯვებული კარტით გამოვლინდა. 

საქმე ისაა, რომ არჩევნები ნევადაში კოკუსების — ამომრჩეველთა კრების სახით ტარდება. კრების მონაწილეები დარბაზის სხვადასხვა კუთხეში იკრიბებიან და სასურველ კანდიდატს აძლევენ ხმას. 

ჰილარი კლინტონი - Sputnik საქართველო
კლინტონმა და ტრამპმა პირველად არჩევნებში გაიმარჯვეს

კარსონ სითის საარჩევნო უბანზე ჰილარი კლინტონისა და ბერნი სანდერსის მხარდამჭერების რაოდენობა თანაბარი იყო, ამიტომ არჩევნების ბედი კარტს მიანდეს. დასტა ორჯერ აურიეს და პრეზიდენტობის კანდიდატებს თითო კარტის ამოღება შესთავაზეს. კლინტონს ჯვრის ცხრიანი შეხვდა, ხოლო სანდერსს — გულის შვიდიანი. შესაბამისად, გაიმარჯვა მაღალმა „მასტმა“ — ანუ კლინტონის კარტმა და მან 11 ხმიდან 6 მიიღო.  

საბოლოოდ, ნევადაში კლინტონმა გაიმარჯვა ხმათა 52%-ით, სანდერსმა 48%-ის მიღება შეძლო. 


ყველა ახალი ამბავი
0