კლინტონმა და ტრამპმა პირველად არჩევნებში გაიმარჯვეს

© photo: Sputnik / Игорь Руссак / გადასვლა მედიაბანკშიჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პირველად პარტიულ არჩევნებში სენატორი ბარნი სანდერსი დაამარცხა, ხოლო მილიარდერმა დონალდ ტრამპმა, დიდი სხვაობით — სენატორები მარკო რუბიო და ტედ კრუზი.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ჰილარი კლინტონი „დემოკრატებიდან“ და დონალდ ტრამპი „რესპუბლიკელებიდან“ პირველადი პარტიული არჩევნების გამარჯვებულები არიან. 

ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში ხმათა 33% მოაგროვა და ხუთი კონკურენტი დაამარცხა. მეორე ადგილზე გასული კანდიდატი საბოლოოდ აქამდე არ გამოვლენილა. ტრამპს სამხრეთ კაროლინის თითქმის ყველა დელეგატმა მისცა ხმა — ორმოცდაათიდან 44–მა. მილიარდერს ახლა დელეგატთა 61 ხმა აქვს, სულ კი 1237 ხმა სჭირდება პრეზიდენტობის ნომინაციისთვის. 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ეროვნულ გამოკითხვაში დონალდ ტრამპი ლიდერობს

„რესპუბლიკელებს“ ახლა პრეზიდენტობის სამი რეალური კანდიდატი ჰყავთ: დონალდ ტრამპი, მარკო რუბიო და ტედ კრუზი. 

„დემოკრატებში“ ჰილარი კლინტონი კვლავ ფორმალურ ლიდერად რჩება. ცხარე ბრძოლის მიუხედავად, ბერნი სანდერსმა ვერ მოახერხა წარმატების შენარჩუნება. უახლოესი პრაიმერიზი 23 თებერვალს გაიმართება. „დემოკრატები“ სამხრეთ კაროლინაში გაეჯიბრებიან ერთმანეთს, ხოლო „რესპუბლიკელები“ — ნევადაში. 


ყველა ახალი ამბავი
0