თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. აშშ-ში საზოგადოებრივი აზრის საერთო ეროვნულ გამოკითხვაში მილიარდერი დონალდ ტრამპი ლიდერობს.
სააგენტო „როიტერისა“ და კომპანია Ipsos-ის ჩატარებულ გამოკითხვაში ტრამპს გამოკითხულთა 40% უჭერს მხარს, მეორე ადგილზე 17%-ით ტეხასელი სენატორი ტედ კრუზია, მესამეზე 11%-ით სენატორი ფლორიდიდან მარკო რუბიო. პენსიონერ ნეიროქირურგს ბენ კარსონს ხმათა 10% აქვს, ხოლო ფლორიდის ყოფილ გუბერნატორს ჯებ ბუშს — 8%.
გამოკითხვა 476 რეგისტრირებულ რესპუბლიკელ და 543 რეგისტრირებულ დემოკრატს შორის ჩატარდა. სტატისტიკური ცდომილება პლუს-მინუს 2,5%-ს შეადგენს.
ეს გამოკითხვა NBC News-ისა და გაზეთ Wall Street Journal-ის გამოკითხვას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვით რბოლის ლიდერია ტედ კრუზი — 28%, ხოლო ტრამპი 26%-ით მეორე ადგილზეა. თუმცა „როიტერის“ გამოკითხვა თავისი შედეგებით უფრო ახლოსაა ბოლო დროს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის სხვა შედეგებთან.