თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სათამაშო ბიზნესში ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ღონისძიება „სათამაშო კონგრესი — საქართველო“ (Georgia Gaming Congress) თბილისში 25 თებერვალს გაიმართება.
საერთაშორისო პროფესიული ფორუმი ქვეყანაში, რომელსაც 25 წლიანი ლეგალური სათამაშო ბიზნეს–ისტორია აქვს, მონაწილეებს ამ ინდუსტრიაში მიმდინარე ბიზნეს–პროცესებს გააცნობს, დაწხმარება მათ საქმიანი პარტნიორების, ინვესტორებისა თუ საინვესტიციო ობიექტების მოძებნაში.
ღონისძიებაზე სიტყვითა და პრეზენტაციით გამოვლენ ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები კაზინოს, პოკერის, ბუკმეკერობის, ონლაინ–გემბლინგის, ჯანკეტ–ტურიზმის, მარკეტინგისა და ინვესტიციების სფეროებში. ამას გარდა, გაიმართება ინტერაქტიური დისკუსიები პროფესიონალებთან, — იუწყება ორგანიზატორი კომპანია Smile-Expo.
ღონისძიების ფარგლებში ბიზნესის, ხელისუფლებისა და ექსპერტული საზოგადოების წარმომადგენლები იმსჯელებენ გემბლინგის პერსპექტივებზე 2016 წელს და სოფტისა და აღჭურვილობის მიმართულებით სიახლეებს გაეცნობიან.
Georgia Gaming Congress პირველად 2015 წელს ჩატარდა. ეს ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.