თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში კაზინოების საერთაშორისო ქსელი XO შემოდის. კაზინოს მშენებლობა წელს დაიწყება და 2016 წელს დასრულდება, ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება.
ობიექტი "მეტრო სითის" ტერიტორიაზე, 2800 კვ.მეტრზე განთავსდება. საიჯარო ხელშეკრულება 15 წლიანი იქნება.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ დოლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში 500 კაცი დასაქმდება.
XO-ს წარმომადგენლებს დღეს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ.