მცირდება საწარმოთა ფინანსირების მინიმალური ზღვარი

© Пресс-служба правительства Грузииსაქართველოს მთავრობის სხდომა
საქართველოს მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცირე ბიზნესის ინტერესთა გათვალისწინებით, შემცირებულია „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსირების მინიმალური ზღვარი.ამის გარდა, დაშვებულია სასტუმროების მშენებლობებზე დოლარებში კრედიტების გაცემა.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik.მცირე ბიზნესის ინტერესთა გათვალისწინებით, შემცირებულია „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსირების მინიმალური ზღვარი,  ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარასკევს მთავრობის სხდომაზე.  

მეწარმეთა საჭიროებებიდან გამომდინარე და მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამაში შეიცვლება და გაუმჯობესდება რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, თქვა პრემიერმა.

„სახელმწიფო პროგრამაში შევა ცვლილებები. ჩვენ ვითვალისწინებთ მცირე მეწარმეების ინტერესებს და ვამცირებთ ფინანსირების დონეს. კრედიტის მინიმალური მოცულობა შეადგენს 75 ათასი დოლარის ექვივალენტს და 150 ათას ლარს (60 ათასი დოლარი)“,-აღნიშნა პრემიერმა.

სადღეისოდ კრედიტის მინიმალური მოცულობა შეადგენს 150 ათასი დოლარს  და 250 ათას ლარს (100 ათასი დოლარი), განაცხადა  პრემიერმა.

სასტუმრო სფეროში ფინანსირება განხორციელდება უცხოურ ვალუტაშიაც, თქვა კვირიკაშვილმა.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს

„ჩვენ შემოგვაქვს უცხოურ ვალუტაში ფინანსირება სასტუმროების ნაწილში. საბანკო სექტორმა მოიყვანა ეს მოსაზრება,რათა გაიზარდოს აქტიურობა ამ პროგრამაში. ასე იქნება უკეთესი უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისათვის“,-თქვა პრემიერმა.

„აწარმოე საქართველოში“-ეს სამთავრობო პროგრამაა, მიმართული ადგილობრივი წარმოების სტიმულირებაზე.პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება,რაც,კერძოდ,გულისხმობს ახალი საწარმოების შექმნას და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა  და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის საშუალებით ახალი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობას.

ყველა ახალი ამბავი
0