თბილისის სასამართლომ გადაბაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

© http://www.progamer.ru/z-zone/virtualnoe-pravosudie.htmსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მაესტროს“ ყოფილი გენერალური დირექტორი სასამართლოსგან მეწილეთა საბჭოს იმ გადაწყვეტილების გაბათილებას მოითხოვდა, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიის ხელმძღვანელად ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „მაესტროს“ ყოფილი დირექტორის, ბაია გადაბაძის სარჩელი მეწილეთა საბჭოს გადაწყვეტილების გაბათილების შესახებ, — განუცხადა სააგენტო "ნოვოსტი გრუზიას" ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ.

ტელეგადაცემის ჩაწერა - Sputnik საქართველო
ახლა საითღა, „მაესტრო?“

„რასაც აქამდე ეჭვად ვამბობდი, ხელისუფლება შემთხვევით ხომ არ ერევა ირიბად-თქო, ახლა მაქვს ყველანაირი მტკიცებულება, ვთქვა, რომ აქ არაფერი სხვა არ იკვეთება, თუ არა ხელისუფლების ჩართულობა“, — განუცხადა გადაბაძემ ჟურნალისტებს სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.

მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეცნობა, ბაია გადაბაძემ მისი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება გადაწყვიტა. თუ გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ლევან გაჩეჩილაძე შეძლებს, რომ კვლავ მიმართოს საჯარო რეესტრს, — განმატა ადვოკატმა.

ბაია გადაბაძე თანამდებობიდან გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ყოველივე ამას პოლიტიკური მოტივაცია აქვს და ვარაუდობს, რომ მოვლენების უკან „ქართული ოცნება“ დგას.

ყველა ახალი ამბავი
0