აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზე იმსჯელებენ

© photo: Sputnik / Vladimir Fedarenko / გადასვლა მედიაბანკშიგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აბაშიძე და კარასინი პრაღაში შეხვედრაზე უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ინვენტარიზაციას ჩაატარებენ და შესწავლის სტადიაში არსებულ საკითხებზე იმსჯელებენ.

თბილისის, 19 თებერვალი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან  ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრისას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს განიხილავს.

„მარტის შუა რიცხვებში პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრა გველოდება, სადაც კიდევ ერთხელ ჩავატარებთ იმის ინვენტარიზაციას, რაც უკვე გადაწყვეტილია და ვიფიქრებთ იმ საკითხების გადაჭრაზე, რომლებიც შესწავლის სტადიაშია. ეს მხოლოდ ვიზებს არ ეხება. ესაა ასევე სატრანსპორტო, ენერგეტიკული პროექტები. ეს ნორმალური პროცესია, რომელიც მიმდინარეობს“, — განაცხადა კარასინმა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს შეცდომის უფლება არ აქვს

საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დათმობაზე არ წავა.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0