რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენელთა შეხვედრა პრაღაში მარტში იგეგმება

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიოს ქალაქები, პრაღა
მსოფლიოს ქალაქები, პრაღა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომავალი მოლაპარაკებების მსვლელობისას იგეგმება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების აქტუალური საკითხების განხილვა, თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ამიერკავკასიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა პრაღაში მარტის შუა რიცხვებში შედგება, განაცხადა  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. 

მანამდე, საქართველოს პრემიერ მინიტრის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ მისი მორიგი სეხვედრა რუსეთის საგარეო უწყების მინისტრის მოადგილესთან გრეგორი კარასინთან პრაღაში, თებერვლიდან მარტში გადაიტანეს. მისი თქმით, იგი აპირებს განიხილოს საქართველოს იმ მოქალაქეების საკითხი, რომლებიც რუსეთში სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან.

მოსკოვი - Sputnik საქართველო
რუსეთში შპიონაჟის მუხლით გასამართლებულ ქართველების საკითხთან დაკავშირებით პროგრესია
 

„გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის შემდგარი სატელეფონო მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ,  რომ პრაღაში შეხვედრა მარტის შუა რიცხვებში შედგება“, — თქვა ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე. 

მისი თქმით, მომავალ შეხვედრაზე რუსულ-ქართული ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკული საკითხების განხილვა იგეგმება. 

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ახალი მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაა, თუმცა ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ისინი დათმობაზე არ წავლენ


ყველა ახალი ამბავი
0