რუსეთში შპიონაჟის მუხლით გასამართლებულ ქართველების საკითხთან დაკავშირებით პროგრესია

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების საკითხი კვლავ განიხილეს აბაშიძე–კარასინის ფორმატში საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. რუსეთში შპიონაჟის მუხლით გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, აშკარა პროგრესია, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხუთშაბათს, 16 ივლისს.  

რუსეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების საკითხი კვლავ განიხილეს აბაშიძე–კარასინის ფორმატში საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა. შეხვედრის მორიგი რაუნდი პრაღაში შედგა.

 „შეხვედრაზე  განხილული იქნა ჰუმანიტარული საკითხები, კერძოდ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს იხდიან რუსეთში. ამ მხრივ სახეზეა გარკვეული პროგრესი“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა  შეხვედრაზე  ასევე ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებზე. 

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, პრაღის შეხვედრაზე გადაიდგა ნაბიჯები ზემოხსენებულ სფეროებში არსებული ტექნიკური და სხვა ხასიათის პრობლემების მოგვარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

 


ყველა ახალი ამბავი
0