თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ აეხსნათ ვენეციის კომისიის ექსპერტებისათვის უკმაყოფილება შესწორებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეტანილია საარჩევნო კოდექსში და ამისათვის „ჯეო-მენდერინგის“ პრეზენტაცია ჩაატარეს, განაცხადა ოპზიციური პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერმა კახა კუკავამ.
შესწორებების მიხედვით,თბილისსა და მარტყოფში შეიქმნა 22 მაჟორიტარული ოლქი, ასევე რეგიონებში შეცვლილია 44 ოლქის საზღვრები მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან დაყოფის გზით. კიდევ შვიდი ოლქის გეოგრაფია ემთხვევა მუნიციპალიტეტების საზღვრებს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეადარეს შესწორებები „ჯერი-მენდერინგს“ აშშ-ში — ეს არის საარჩევნო ოლქების შექმნის პრაქტიკა, ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველთა კონცენტრაციის მიზნით ერთ ან რამოდენიმე ოლქში უპირატესობის მისაღებად.
„ვფიქრობ რომ იქნება კონკრეტული რეკომენდაცია, რომ ეს საზღვრები არ შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას,და ჩვენ პრეზენტაციაში,რომელსაც ეწოდებოდა „ჯეო-მენდერინგი“, აქცენტი იყო გაკეთებული სწორედ ამაზე“,-განაცხადა რუსთავი2-ის ტელეეთერში კახა კუკავამ.
თავის მხრივ, ვენეციის კომისიის ექსპერტმა გაელ მარტინ-მიკალეფმა შეხვედრას არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ნაყოფიერი უწოდა.“ჩვენ გავეცანით აზრებს საქართველოს საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ და მზად ვართ მოვამზადოთ რეკომენდაციები ამ შესწორებებთან დაკავშირებით. ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას საარჩევნო ოლქების გაყოფის ახალ წესზე და საარჩევნო სისტემის მაჟორიტარულ კომპონენტზე“,-თქვა მარტინ-მიკალეფმა.
საქართველოში ე.წ.შერეული საარჩევნო სისტემაა: პარლამენტი შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 77დეპუტატისგან(პარტიული სიებით წარდგენილი დეპუტატები) და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 დეპუტატისგან. მიუხედავად ოპოზიციის მოთხოვნებისა, ქვეყნის ხელისუფლება წინააღმდეგია 2016 წლის არჩევნებისათვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმების,და მზადაა შეიტანის ცვლილებები 2020 წლისათვის.